მივმართავთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ - საპატრიარქო

საქართველო, თბილისი - 17:22 | 25.06.2019
ნანახია: 117

საქართველოს საპატრიარქო თბილისში 19-20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინოს ლოიალობა დანსასჯელთა მიმართ.

"კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს 19-20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს.

ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ.
მართალია, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლდა, მაგრამ ვთხოვთ, იყვნენ შემწყნარებელნი იმ სხვა დაკავებულთადმიც, რომელნიც, გულწრფელ ემოციებს აყოლილნი, ჩაერთნენ პროცესებში.

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე