ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:16 | 25.06.2019
ნანახია: 221

25 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8333 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7945 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -3.88 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2260 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1838 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.22 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4890 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6147 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 ივნისიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე