გახარიას ადგილზე გადავდგებოდი - ბიძინა გეგიძე

საქართველო, თბილისი - 16:07 | 25.06.2019
ნანახია: 788

„შედეგი, რომელიც მივიღეთ, შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი“ - ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ წევრმა, ბიძინა გეგიძემ პარლამენტში გააკეთა.

მისი მოსაზრება 20 ივნისის ღამეზე გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციისგან განსხვავებულია. ბიძინა გეგიძე მიიჩნევს, რომ შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

„შედეგი, რომელიც მივიღეთ, შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი. ამას მე ახალს არაფერს ვამბობ და არც ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება ამას. ვაფასებ შედეგის მიხედვით და პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს. მე მის ადგილზე გადავდგებოდი და ზოგადად, დიდი ხანია, ვლაპარაკობ იმას, რომ გადაწყვეტილებები ზოგჯერ გვიანდება მმართველ ძალაში,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე