სააპელაციო სასამართლომ 20 ივნისს დაკავებული 41 ბრალდებული გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 11:24 | 25.06.2019
ნანახია: 875

20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა პროცესები სააპელაციო სასამართლოში 11 საათს გაგრძელდა და გვიან ღამით დასრულდა. სამმა მოსამართლემ სულ 41 პირის საქმე განიხილა.

ისინი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც დაკავებულებს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობისთვის 12-13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

სააპელაციო სასამართლომ მათ პატიმრობა ოთხ დღემდე შეუმცირა და დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა 2 მათგანს ბრალი არ დაუმტკიცდა, დანარჩენები კი სამართალდამრღვევად მაინც ცნო.

ყველაზე გვიან დასრულდა პროცესი, ლევან მურუსიძის მოსამართლეობით. დღეს იგი ადვოკატ ბექა ბასილაიას საქმეზეც იმსჯელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე