ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი - გია ყანჩელი

საქართველო, თბილისი - 20:55 | 24.06.2019
ნანახია: 801

კომპოზიტორი გია ყანჩელი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა რომ არ ჰქონდეს, ის დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ახალგაზრდების გვერდით იდგებოდა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, მე დღეს თქვენთან ერთად, ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი. ჩემი უდიდესი სურვილია, მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებითა და რაც მთავარია, უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება,"- უთხრა გია ყანჩელმა ტელეკომპანია „პირველს“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე