თბილისში უბედურ შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაშავდა

საქართველო, თბილისი - 20:24 | 24.06.2019
ნანახია: 899

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისის ცენტრში, რიყეზე უამინდობის გამო ჩამოშლილმა კონსტრუქციამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ცნობილი ხდება, რომ ისინი კონსტრუქციას წვიმის დროს აფარებდნენ თავს.

სამივე მათგანი უცხო ქვეყნის, სავარაუდოდ კორეის მოქალაქეები იყვნენ. ინფორმაციას “რუსთავი 2“ ავრცელებს.

მომხდარზე საქმე სისხლი სამართლის 2 მუხლით დაიწყო: 124-ე, ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით და 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე