გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 19:47 | 24.06.2019
ნანახია: 754

გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია წერილში, რომელსაც შს მინისტრი აწერს ხელს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე