რუსეთის კულტურის სამინისტრო თბილისის კინოთეატრებში რუსულ ენაზე ფილმების გახმოვანების აკრძალვას ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 17:35 | 24.06.2019
ნანახია: 1145

რუსეთის კულტურის სამინისტრო საქართველოს კინოთეატრებში რუსულ ენაზე ფილმების გახმოვანების აკრძალვას ეხმიანება.

„კულტურა ყოველთვის პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს. სწორედ კულტურა ყველაზე მძიმე პერიოდში წარმოადგენს იმ ხიდს, რომელიც აერთიანებს ხალხებს და ეხმარება მათ ურთიერთობების ნორმალიზებაში. ვერ წარმოგვიდგენია  რუსეთში ის სიტუაცია, როდესაც კინოქსელში რომელიმე ენაზე ფილმების ჩვენება აიკრძალება, რადგან გვესმის, რომ კულტურა არასდროს გახდება პოლიტიკური კონიუნქტურის მძევალი“, - განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ „კავეას“ კინოთეატრებმა რუსულ ენაზე ფილმების ჩვენება კრძალა. ამიერიდან ფილმები მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე გავა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე