ქართველი დეპუტატები მოსკოვში საერთაშორისო ფორუმზე დასწრებას გეგმავენ

საქართველო, თბილისი - 16:23 | 24.06.2019
ნანახია: 883

ქართველი დეპუტატები აპირებენ მოსკოვში პარლამენტარიზმის განვითარების საერთაშორისო ფორუმს დაესწრონ, რომელიც ივლისის დასაწყისში ჩატარდება. ამის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

 „ქართული დელეგაცია - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები ჩამოსვლას აპირებენ. უახლოეს დღეებში მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება“, - განუცხადა კალაშნიკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის დაიცვას ფორუმის ყველა მონაწილის უსფრთხოება, მათ შორის ქართული დელეგაციის.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე