ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, ამისთვის გადასადგმელია რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯი - გრიგოლ ვაშაძე
საქართველო, თბილისი - 16:09 | 24.06.2019 ნანახია: 887საქართველო სრულფასოვან დასავლურ სტანდარტებთან შესაბამის დემოკრატიად, რომ გადაიქცეს, ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ამისთვის გადასადგმელია რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯი, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
„რაც დღეს მოხდა, ეს არის მთლიანად ქართული საზოგადოების საქართველოს ყველა მოქალაქის, პატრიოტი, თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდობისა და კონსოლიდირებული ოპოზიციის ბრძოლის შედეგი. მაგრამ საქართველო სრულფასოვან დასავლურ სტანდარტებთან შესაბამის დემოკრატიად, რომ გადაიქცეს, ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ამისთვის გადასადგმელია რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯი. უპირველეს ყოვლისა, თანამდებობიდან უნდა გადადგეს შს მინისტრი, რომელმაც გაბედა და ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე. რომელმაც თავისივე პრემიერ-მინისტრის განკარგულება დაარღვია და გაფრთხილების გარეშე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, გამოიყენა სპეცსაშუალებები. თან ისე, რომ ამან საფრთხე შეუქმნა ადამიანების სიცოცხლეს. არჩევნების გამყალბებელი გახარიას პირობებში, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ეს არის საზოგადოების მოთხოვა და ამის დასტურია ავტომანქანების კოლონა, რომელიც ახლა შსს-სთან იმყოფება“, – აღნიშნა ვაშაძემ.
მისი თქმით, მეორე მოთხოვნაა აუცილებლად, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული.
„აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც ხელი აღმართა ქართულ საზოგადოებაზე. სასწრაფოდ დასაწყებია პროცესი, რათა ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილებები. ასეთი პრინციპით დაკომპლექტებული კომისიებით ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, საზოგადოების გახლეჩილობას ვერ აღმოვფხვრით და ვერ დავამთავრებთ იმ პოლარიზებას, რომელიც საქართველოს არ აძლევს საშუალებას, ჩამოყალიბდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, განვითარებულ, სამოქალაქო საზოგადოებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა ვაშაძემ.
პოლიტიკა
- ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა სტიმული იქნებ ქართველი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნეს და არა უცხოელ პარტნიორს - გურამ მაჭარაშვილი
- კონტრაქცია და ივანიშვილის გამოჩენა ქართული ოცნების მხრიდან არის უკანასკნელი გაფართხალება - ანა წითლიძე
- ქართული იდენტობა არასდროს მოკვდება, ვიდრე სამყარო იარსებებს - მამუკა მდინარაძე
- დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია - ეკა გიგაური
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა