"ქართული ოცნება" ერთს ამბობს და შემდეგ მეორეს აკეთებს - ხათუნა გოგორიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:16 | 24.06.2019
ნანახია: 750

პარლამენტის წევრი ევროპული საქართველოდან, ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ინიციატივაზე, 0-პროცენტიანი ბარიერის შესახებ, ჯერ მსჯელობა რთულია და რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობისას გამოჩნდება.

„მათ შორის ის, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი ნიშნავს თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიები არ შეიძლება ბლოკებში გაერთიანდნენ. აუცილებლად ჩავერთვებით ამ პროცესში, რადგან ქართული ოცნება არის ცნობილი მატყუარების გუნდი, რომელიც ერთს ამბობს და შემდეგ მეორეს აკეთებს. ბოლო დღეებში ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. ის, რომ გააკეთეს დღეს განცხადება პროპორციულზე გადასვლაზე, სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად ჩაიწერება კანონში. რა თქმა უნდა, ამას უნდა თვალის მიდევნება კი არა, ჩაქუჩებით თავზე დადგომა და გაძლევთ პირობას, რომ ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ", - თქვა გოგორიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე