საქართველოს მიმართ მიღებულ ზომებს მხოლოდ მას შემდეგ გადავხედავთ, რაც ქვეყანაში სიტუაცია არარუსოფობიურ ჩარჩოებს დაუბრუნდება - პესკოვი

საქართველო, თბილისი - 14:35 | 24.06.2019
ნანახია: 675

საქართველოს მიმართ მიღებულ ზომებს რუსეთი მხოლოდ მას შემდეგ გადახედავს, რაც ქვეყანაში სიტუაცია არარუსოფობიურ ჩარჩოებს დაუბრუნდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნახეთ, რომ ზუსტი ვადა არ ფიქსირდება. საუბარია საქართველოში არარუსოფობიურ ჩარჩოებში სიტუაციის დაბრუნების შესახებ. როგორც კი ეს დაფიქსირდება, ჩვენ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დავფიქრდებით“, - აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენები აკრძალა. პუტინმა ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა, ის ძალაში 8 ივლისიდან შევა, ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. რუსეთში ფრენები ქართულ ავიაკომპანიებსაც აეკრზალათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე