რუსეთში ქართულ ღვინოზე კონტროლი გაამკაცრეს

საქართველო, თბილისი - 14:13 | 24.06.2019
ნანახია: 984

რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა ქართულ ღვინოზე კონტროლი გაამკაცრა. ამის შესახებ უწყბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი პროდუქციის ხარისხის გაუარესება გახდა. 2014-2018 წლებში ალკოჰოლური სასმელის რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისად 2,9-ჯერ გაიზარდა და გასულ წელს 203 ათასი ლიტრი შეადგინა.

უწყების ცნობით, პირველ რიგში ახალი ზომები შეეხება კომპანიებს - „ბაგრატიონი-1882“, „ბოლერო ენდ კომპანი“, კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ და „ბატონო“.

ამჟამად ამ მწარმოებლების პროდუქციის ყველა პარტია რუსეთში გასატანად დაშვებული არ არის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე