აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 13:48 | 24.06.2019
ნანახია: 933

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ  „ევროპული საქართველო“ ეხმიანება.

განცხადება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 4 დღიანი პროტესტის შემდეგ, საზოგადოებამ გამარჯვებას მიაღწია.

„გარდა იმისა, რომ თქვენ მოახერხეთ დაახევინოთ უკან "ქართულ ოცნებას" და მიაღწიეთ სამართლიან, პროპორციულ სისტემას, თქვენ უთხარით ყველა პოლიტიკოსს და ყველა მომავალ მთავრობას, რომ არც ერთი შემთხვევა ღირსების შელახვის ვერ გაივლის უკვალოდ და ყველა მომდევნო ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი მსგავსი უღირსი და უკანონო საქციელის შედეგად. ამიტომ, მე გულწრფელად ვულოცავ აქციის ორგანიზატორებს,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, მმართველი გუნდის განცხადება იმის შესახებ, რომ 20 ივნისის მოვლენებში გიორგი გახარაის პასუხისმგებლობის საკითხს ევრ ხედვენ, სამარცხვინოა.

„აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ისინი ვაჭრობდნენ ერთი დღით კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი, მაშინ, როდესაც გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება იყოს შს მინისტრი. გახარია არის შს მინისტრი, რომელმაც იყიდა ნაკლებად სასიკვდილო ანუ სასიკვდილო ტყვიები და გასცა ბრძანება, რომ დამიზნებით ადამიანებისთვის ესროლათ, დაესახიჩრებინათ,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე