გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ - თამარ ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 12:51 | 24.06.2019
ნანახია: 845

გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ,  - ამის შესახებ ვიცესპიკერმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება დაიწყება ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და სადაც არაპროპორციული იყო ძალა დადგება კონკრეტული პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. 

"ძალის გამოყენების შემთხვევებში, სადაც იყო არაპროპორციულობა, მათ შემთხვევებს უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ეს რეაგირება მოჰყვება, ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება აგებს პასუხს,"-განაცხადა ჩუგოშვილმა.  

მისი თქმით, ყველაზე მძიმე იყო ის, რომ აუცილებელი გახდა ძალის გამოყენება იმ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე.

“სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ, ძალიან სამწუხარო მოვლენები როცა ძალიან ღიად პირდაპირ ეთერში ჰქონდა კრიმინალს ადგილი, რაც იყო სახელმწიფო ინსტიტუტებს დამხობისკენ მოწოდება.

აქციის დაშლა თქვენ ალბათ არ გინდათ, მაგრამ ყველაზე მძიმე იყოს ის, რომ აუცილებელი გახდა ძალის გამოყენება იმ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო,რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე