დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც რუსთაველზე განვითარებული მოვლენების ინსპირირება მოახდინა - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:43 | 24.06.2019
ნანახია: 909

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით,  დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც რუსთაველზე განვითარებული მოვლენების ინსპირირება მოახდინა.

"მე გუშინაც გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. პირველი რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი გუნდი. ამას მოჰყვა უმკაცრესი განცხადებებიც და შედეგიც. პარლამენტის თავმჯდომარე დაბრუნდა, გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობა. 

საღამოს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ძალიან მძიმე ფაქტები და მივიღეთ მძიმე სურათი, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ამის ინსპირირება, მომხდარიყო შტურმი, გააკეთა იმ პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ.

რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა მასაც მოჰყვება რეაგირება. ჩვენ ვნახეთ ასევე კადრები, რომელიც იყო უმძიმესი, ამასაც მოჰყვება რეაგირება. გენინსპექციას აქვს დაწყებული მოკვლევა და არც ერთ ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე,"-განაცხადა კალაძემ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე