ქართულ ოცნებას, ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:34 | 24.06.2019
ნანახია: 722

ქართულ ოცნებას, ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა,“ - პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ განაცხადა და მას უპრეცენდენტო მოვლენა უწოდა.

„ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბარიერი საერთოდ უქმდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ საზოგადოების მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რა თქმა უნდა, მოხვდნენ პარლამენტში და პარლამენტში დააფიქსირონ თავიანთი ხმა სხვადასხვა საკითხებზე. მგონია, რომ ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს, ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. მე მგონია მაინც, რომ პარტია ქართულ ოცნებას, ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა,“ - განაცხადა კალაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე