ჩვენი გუნდი სრულად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 12:27 | 24.06.2019
ნანახია: 948

პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება გაახმოვანა. ჩვენ გუნდში გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე და გუნდი სრულად უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

პრემიერის თქმით, დაიწყება დიალოგი ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც პატივს სცემს საქართველოს კონსტიტუციას. 

"ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს ამ ქვეყნის კონსტიტუციას, იმათ ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული, რომლებიც მოტივირებული არიან მუდამ გავიდნენ საქართველოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათთან დიალოგი არ იქნება. მათ კანონი გასცემს პასუხს,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე