რობერტ დე ნირო ანტირუსულ ვიდეორგოლში გადაიღეს | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 11:50 | 24.06.2019
ნანახია: 1104

რუსეთში რობერტ დენიროს აკრიტიკებენ, რომელმაც ანტირუსულ ვიდეორგოლში ითამაშა. დე ნირო პროკურორებთან ერთად „მალერის“ საქმესა და დონალდ ტრამპის რუსეთთან სავარაუდო შეთქმულებაზე საუბრობს.

ვიდეოში დე ნირო ამტკიცებს, რომ 2016 წელს რუსეთის მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიას თავს დაესხა. ვიდეოკლიპში, მონაწილეობენ პროკურორები და სხვა ცნობილი სახეები. ისინი ამბობენ, რომ მოსკოვმა დაიწყო მასიური ფარული ოპერაცია, რათა 2016 წელს დონალდ ტრამპი გამხდარიყო პრეზიდენტი. გარდა ამისა, მოითხოვენ იმპიჩმენტს და აცხადებენ, რომ ამისთვის საკმარისზე მეტი ალიბი აქვთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე