საქართველოს ახალგაზრდობამ გამოიჩინა საოცარი თვითორგანიზების უნარი - კახა ოქრიაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:49 | 22.06.2019
ნანახია: 743

„საქართველოს პარლამენტის წევრი წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას ეხმაურება.

მინდა განვაცხადო, რომ გუშინ, 21 ივნისს, პროტესტის მეორე დღეს, პარლამენტის წინ საქართველოს ახალგაზრდობამ გამოიჩინა საოცარი თვითორგანიზების უნარი.

ერები, რომელსაც არ გააჩნია თვითორგანიზების უნარი, როგორც წესი, ვერ ყალიბდება სრულფასოვან თავისუფალ საზოგადოებად. ასეთი ერები, როგორც წესი ვერ აღწევენ საკუთარ სახელმწიფოებრიობას და გარედან იმართებიან.

ვამაყობ, რომ ჩვენი საზოგადოება თვითორგანიზებისა და სამშობლოს სიყვარულის ასეთ ხარისხს ამჟღავნებს", - განაცხადა ოქრიაშვილმა


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე