პუტინმა ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადმოყვანა აუკრძალა

საქართველო, თბილისი - 22:52 | 21.06.2019
ნანახია: 820

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადმოყვანა აუკრძალა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. ავიაკომპანიები რუსეთის მოქალაქეების გადმოყვანას საქართველოში 8 ივლისიდან ვეღარ შეძლებენ.

პუტინმა მთავრობას ასევე დაავალა, უზურუნველყოს რუსეთში მოქალაქეების დაბრუნება რომლებიც საქართველოში დროებით იმყოფებიან. ამის გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა ტუროპერატორებს ურჩია, არ გაყიდონ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე