აჭარა ინვესტორებისათვის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი რეგიონია

საქართველო, თბილისი - 14:59 | 25.09.2015
ნანახია: 1842

აჭარა ინვესტორებისათვის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი რეგიონია. შესაბამისად, იზრდება აჭარის წილიც საქართველოს მშპ-ში. ”პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG”-ის მიერ შემუშავებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლად განვითარების 2016-2021 წლების

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ რეგიონში 2014 წელს 2006 წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 33.5%-ით გაიზარდა. ამავე დროს, 2006-2013 წლებში, აჭარაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში, შემცირდა სოფლის მეურნეობის, ნადირობა და სატყეო მეურნეობის, თევზჭერა-მეთევზეობის წილი.

„2010-2013 წლებში სამუშაო ადგილების რაოდენობა აჭარაში ყველაზე მეტად - 90%-ით შემცირდა სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობაში; შემცირდა ამ სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილების წილიც სამუშაო ადგილების საერთო რაოდენობაში - 4%-დან 0.3%-მდე. იგივე პერიოდში, სოფლის მეურნეობა განათლებასა და სასტუმრო-რესტორნების სექტორებთან ერთად ყველაზე დაბალანაზღაურებადი სექტორები იყო აჭარაში. 2011-2014 წლებში აჭარაში შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი) 37.7%-ით გაიზარდა და 1022.1 ლარი შეადგინა, მაშინ როცა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან შინამეურნეობის ფულადი შემოსავლები 159.4%-ით გაიზარდა და 56.8 ლარი შეადგინა. ზრდის ეს მაჩვენებელი მხოლოდ ქონებიდან (გაქირავებიდან, პროცენტი ანაბრიდან) მიღებულ ფულად შემოსავლებს ჩამორჩება (260%). შინამეურნეობის ფულად შემოსავლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან შემოსავლების წილი 2014 წელს 7.3% იყო, 2011 წლის 4%-თან შედარებით“,- აღნიშნულია სტრატეგიაში, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა.

როგორც სტრატეგიიდან ირკვევა, აჭარაში სოფლად განვითარებასთან დაკავშირებული ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების სიტუაციური ანალიზი ჩატარდა დაინტერესებულ მხარეებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექსტორის წარმომადგენლებთან შევედრებზე. გაანალიზირებული იქნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ტყის სექტორები, საცხოვრებელი გარემოსა და არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიმართულებით აჭარაში არსებული მდგომარეობა და მაცხოვრებელთა კვალიფიკაცია. იმის გამო, რომ აჭარის სოფლად განვითარების სტრატეგია დაფუძნებულია ევროკავშირის მეთოდოლოგიაზე შედეგების ანალიზისთვის გამოყენებული იქნება ევროკავშირის ინდიკატორები, იმის გათვალისწინებით თუ რა სტატისტიკური მონაცემებია ხელმისაწვდომი აჭარაზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე