რუსთაველის გამზირზე დაშავებული 50 წლამდე მამაკაცის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, მისი მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 16:33 | 21.06.2019
ნანახია: 923

ალადაშვილის კლინიკაში მოთავსებული 50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხი იუწყება.

როგორც პირველ არხს ალადაშვილის კლინიკიდან აცნობეს,  მამაკაცს, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავდა, დაზიანება თავში აქვს მიყენებული.

კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცს თავში ერთი ჭრილობა აქვს, რომელიც სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით აქვს მიყენებული. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

მათივე ინფორმაციით, პაციენტის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მას არ აქვს პირადობის დამადასტურებელი საბუთები და მისთვის არც ახლობლებს მიუკითხავთ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე