3 წლის ძაღლი გარდაცვლილ პატრონს საავადმყოფოს საწოლთან ელოდებოდა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 21.06.2019
ნანახია: 1213

ნიუ-ჯერსის შტატში სამი წლის ძაღლი სახელად მუზი გარდაცვლილ პატრონს საავადმყოფოს საწოლთან ელოდებოდა. ამის შესახებ ცხოველების დამცველი ორგანიზაცია NorthStar Pet Rescue  „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მოხალისეები ამბობენ, რომ ცხოველი პატრონის სიკვდილს მძიმედ განიცდის. „მუზი მოთმინებით იჯდა საავადმყოფოში, პატრონის საწოლთან და მის დაბრუნებას ელოდებოდა. მან არ იცოდა, რომ „მამა“ აღარ ყავდა“.

ახლა ისინი ძაღლისთვის ახალ პატრონს ეძებენ.

 „ის ბუნებით ძალიან საყვარელი და მხიარულია. მას უბრალოდ სჭირდება ადამიანები, რომლებიც გულის გამთელებაში დაეხმარებიან“, - წერენ მოხალისეები.

მათ უკვე უამრავი წერილი მიიღეს ადამიანებისგან, რომლებმაც მუზის ისტორიის გამო გულგრილად დარჩენა ვერ შეძლეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე