18 წლის გოგო, რომელმაც პარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირებისას თვალი დაკარგა, აქციის მონაწილე არ იყო

საქართველო, თბილისი - 15:04 | 21.06.2019
ნანახია: 1473

18 წლის გოგო, რომელმაც პარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირების დროს თვალი დაკარგა, აქციის მონაწილე არ იყო. როგორც ახალგაზრდის და ამბობს, ის სახლში მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა. პარლამენტის შენობასთან კი მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ მეტროს ვერ ჩაუსწრეს. „იუწყება რუსთავი 2“- ი.

საზოგადოების პროტესტოირუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა.

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ რუს დეპუტატს, გავრილოვს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა აეღო, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს.

ღამით სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი  გამოიყენა,

შეტაკებების დროს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის სამართალდამცავებიც. 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე