საბერძნეთის პარლამენტში საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა

საქართველო, თბილისი - 17:41 | 17.12.2015
ნანახია: 1706

2015 წლის 16 დეკემბერს, საბერძნეთის პარლამენტში საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა. საქართველოს მეგობრობის ჯგუფს მმართველი პარტია „სირიზა"-ს წევრი გეორგიოს აკრიოტი ხელმძღვანელობს. ჯგუფი 7 პარლამენტარისაგან შედგება და მასში გაერთიანებულები არიან დეპუტატები როგორც მმართველი პარტიიდან ასევე ოპოზიციიდან.
საბერძნეთის პარლამენტის შიდა რეგულაციების მიხედვით მოხდა მეგობართა ჯგუფების დაკომპლექტება, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, ნიკოს ვუცმა დაამტკიცა.
საქართველოს ელჩმა საბერძნეთში, იოსებ ნანობაშვილმა მადლობა გადაუხადა გეორგიოს აკრიოტისს საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფის შექმნისათვის და გამოთქვა მზადყოფნა, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი, რომ საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო თანამშრომლობამ ეფექტიანად შეძლოს თავისი წვლილის შეტანა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე