საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების დროს 240 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 12:23 | 21.06.2019
ნანახია: 698

წუხელ განვითარებული მოვლენების დროს სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა განმარტავს, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, ორს კი, უტარდება ოპერაცია.

„კონკრეტულად ამ დაწესებულებაში იყო შემოყვანილი 46 პაციენტი. აქედან, 35 გაწერილია, 11 პაციენტი კი, რჩება. სხვადასხვა ტრავმასთან გვაქვს საქმე.

მთლიანად სტაციონარებში 240 პაციენტი იყო მიყვანილი, აქედან 80 პოლიციელია. ამ წუთებში მიმდინარეობს ორი ოპერაცია. ერთის პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დანარჩენ შემთხვევებში, პაციენტებს უტარდებათ ყველანაირი გამოკვლევა. ამჟამად 102 პაციენტი არის ჰოსპიტალიზებული და იმყოფება სხვადასხვა სტაციონარში. უმეტეს შემთხვევაში იყო ტრავმა, დაჟეჟილობა, დაბეჟილობა და თვალის ტრამვა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე