წალკისა და დმანისის მაჟორიტარი კახაბერ ოქრიაშვილი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 13:37 | 20.06.2019
ნანახია: 791

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი კახაბერ ოქრიაშვილი  საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხემიანება.

„მსურს, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით:

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა თბილისში აღარ უნდა გაგრძელდეს და მეტიც - ვფიქრობ, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, უნდა შეაჩეროს აღნიშნულ ასამბლეაში მუშაობა.

გარდა ამისა, ყველა ის პირი, ვინც პასუხს აგებს ფორუმის ამ სახით დაგეგმვასა და წარმართავზე, უნდა წავიდეს როგორც საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობიდან, ასევე პოლიტიკიდან.

და ბოლოს, პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მოვითხოვ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე.

მე ბაქოდან ვუერთდები საღამოს ღირსების აქციას და მოვუწოდებ ხელისუფლების ყველა შტოს, შეურთდნენ ამ აქციას, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხებში საქართველოს მთავრობაც, მოსახლეობაც, პოზიციაც, ოპოზიციაც და მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანია“, - თქვა ოქრიაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე