ტრანგენდერი ქალები თბილისი პრაიდში მონაწილეობას არ მიიღებენ

საქართველო, თბილისი - 14:21 | 14.06.2019
ნანახია: 804

თბილისში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები წელს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღირსების მარშში მონაწილეობას არ მიიღებენ, - ამის შესახებ ტრანსგენდერ ქალთა თემის სახელით გაბრიელა როსკიპოვამ განაცხადა.

მან შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა და მათზე გახშირებული თავდასხმების გამოძიება მოითხოვა.

„მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ ივნისის თვეში ჩვენზე გახშირებული თავდასხმების გამო დაუყონებლივ მიიღოთ ზომები, ჩვენს დასაცავად, რათა შევძლოთ მშვიდ გარემოში არსებობა. სექს სამუშაოში ჩართულ ტრანსგენდერ ქალებს გვიწევს ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის. არათუ ჩვენი უფლებების დაცვა, ჩვენი არსებობაც კი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ყოველდღიურად ვინიღბებით და ვიმალებით, რადგან ჩვენი სიცოცხლე გამუდმებით საფრთხის ქვეშა არის“, – აცხადებს გაბრიელა როსკიპოვამ.

როგორც გაბრიელა როსკიპოვამ აღნიშნა, პრაიდში მონაწილეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად მიიღეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე