სოფელ კაჭრეთში სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 17:15 | 13.06.2019
ნანახია: 687

სოფელ კაჭრეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქვესადგურების თანამშრომელი დაიღუპა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა - მამაკაცს დენმა მაშინ დაარტყა, როცა ის ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროუსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე