მექსიკაში აღმოაჩინეს ფრიდა კალოს ხმის ერთადერთი ჩანაწერი

საქართველო, თბილისი - 17:06 | 13.06.2019
ნანახია: 1272

მექსიკის ხმის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სახელგანთქმული მხატვრის ფრიდა კალოს ხმის აქამდე უცნობი და ერთადერთი ჩანაწერი აღმოაჩინა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცლებს.

ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს ღრმად სწამთ, რომ რადიოგადაცემა El Bachiller-ის არქივში აღმოჩენილი ხმის ჩანაწერი დანამდვილებით ფრიდა კალოს ეკუთვნის.

გადაცემა მეხიკოში 1950-იან წლებში გადიოდა.

ქალის ხმა ესედან „დიეგოს პორტრეტი“ ნაწყვეტს კითხულობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე