პუტინმა, ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმესთან დაკავშირებით, თანამდებობებიდან ორი გენერალი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 16:57 | 13.06.2019
ნანახია: 690

რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმესთან დაკავშირებით თანამდებობებიდან გაათავისუფლა  რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების სამმართველოს ხელმძღვანელი იური დევიატკინი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი პუჩკოვი.

გოლუნოვი, რომელიც კორუფციის საქმეებს იძიებს,  ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით 6 ივნისს დაკავეს. ჟურნალისტის თქმით, პოლიციელებმა მას ნარკოტიკები ჩაუდეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გოლუნოვს შინა პატიმრობა შეეფარდა. 11 ივნისს საზოგადოების პროტესტის შედეგად გოლუნოვი გაათავიუფლეს და ბრალდება მოუხსნეს, თუმცა 12 ივნისს მოსკოვში მისი მხარადმჭერი აქცია მაინც გაიმართა. სამართლადმცველებმა აქციის 400-მდე მონაწილე დააკავეს. მათ შორის ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე