მეხანძრე-მაშველებმა13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველო, თბილისი - 15:12 | 13.06.2019
ნანახია: 684

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ასევე, ისინი 13 ივნისს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელში, აღაიანში იმყოფებოდნენ, სადაც გარდაცვლილი გმირის ოჯახს შეხვდნენ და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილმა 13 ივნისის ღამეს, სამაშველო ოპერაციის დროს, 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე