პენტაგონის წერილები ანკარას ვერ აიძულებს უარი თქვას С-400-ის შეძენაზე - მევლუთ ჩავუშოღლუ

საქართველო, თბილისი - 14:40 | 13.06.2019
ნანახია: 751

 აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის პატრიკ შანაჰანის წერილი თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების С-400-ის ყიდვასთან დაკავშირებით, ანკარას ვერ აიძულებს უარი თქვას მათზე. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მანამდე ანკარაში აღნიშნავდნენ, რომ C-400-ის შეძენაზე უარს არ იტყოდნენ და პირველ  პარტია ივლისში ელოდებიან. აშშ აცხადებს, რომ С-400 ნატოს სტანდარტებს არ შეესაბამება და თურქეთს მათი შეძენის შემთხვევაში სანქციებით ემუქრებიან. აშშ-ში არაერთგზის განაცხადეს, რომ შესაძლოა, თურქეთს ბომბდამშენების F-35-ის მიყიდვაზე უარი უთხრან.

6 ივნისს შანაჰანმა ანკარას აცნობა, რომ აშშ-ში თურქმა პილოტებმა, რომლებიც F-35-ზე პილოტირების პროგრამას გადიან ქვეყანა 31 ივლისამდე უნდა დატოვონ, ახალ მფრინავებს კი აღარ მიიღებენ.

 „ჩვენ არ ვაბომბთ რომ შევიძენთ С-400, ისინი უკვე ვიყიდეთ. თუ აშშ შეშფოთებულია С-400- თან და F-35-თან დაკავშირებით, ვთავაზობთ შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, და ეს საკითხი სპეციალისტებმა შეისწავლონ. ტრამპი ამაზე თანახმაა, მაგრამ აშშ-ის უწყების ზოგიერთი წარმომადგენელი წინააღმდეგია. ასეთი წერილების გამო თურქეთი С-400-ზე უარს არ იტყვის, ჩვენ ამ წერილის პასუხს ვამზადებთ“, - განუცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე