თბილისის საკრებულოს წევრი დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 13.06.2019
ნანახია: 682

თბილისის საკრებულოს წევრი დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.

დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 2004/2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

დავით უჯმაჯურიძე აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის მუშაობაში. ის გახლდათ საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი", - აღნიშნულია საკრებულოს განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე