ომანის ყურეში ნავთობის ტანკერებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ყველა მეზღვაური გადარჩენილია

საქართველო, თბილისი - 13:18 | 13.06.2019
ნანახია: 734

ომანის ყურეში, სადაც ნავთობის ორ  ტანკერზე თავდასხმა მოხდა, ყველა მეზღვაური გადარჩენილია. ამის შესახებ ირანული და არაბული მედია იტყობინება.

დადგენილია, რომ ტანკერი Front Altair-ი, ნორვეგიის დროში ქვეშ ცურავდა, ტანკერი Kokuka Courageous-ი კი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ტანკერი Front Altair-ი ჩაიძირა.

ტაივანის  ენერგეტიკის სახელმწიფო კომპანიამ განაცხადა, რომ Front Altair-ს რომელსაც ახლო აღმოსავლეთიდან საწვავი გადაჰქონდა, სავარაუდოდ ტორპედო მოხვდა. ტანკერი 75 ათასი ტონა საწვავით იყო დატვირთული.  

ომანის ხელისუფლებამ ჯერჯერობით თავდასხმის ფაქტი მხოლოდ ნორვეგიის ტანკერზე დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბორტზე აფეთქება მოხდა, ინციდენტი კი ირანის ტერიტორიულ წყლებში დაფიქსირდა.

ეკიპაჟები ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილნი.

სააგენტო  IRNA -ს ცნობით, სამაშველო ოპერაცია ირანმა ჩაატარა, 44 ადამიანი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე