ანტალიაში კონდიციონერის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 13.06.2019
ნანახია: 105

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა თურქეთის ქალაქ ანტალიაში ერთ-ერთ კლინიკაში კონდიციონერის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ტელეარხი NTV ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ აფეთქება საავადმყოფოს ტექნიკურ განყოფილებაში მოხდა, სადაც კონდიცირების სისტემა მდებარეობს. შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე