ირანული მედიის ცნობით, ომანის ყურეში ნავთობის ტანკერებს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 11:43 | 13.06.2019
ნანახია: 651

ირანული სააგენტო Press TV წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ომანის ყურეში ორი ნავთობის უდიდეს ტანკერზე თავდასხმა მოხდა.

წყაროს ინფორმაციით, ტანკერების ეკიპაჟებმა უახლოეს სახელმწიფოებს განგაშის სიგნალი გაუგზავნეს.

დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ცენტრმა განაცხადა, რომ ომანის ყურეში ირანის სანაპიროდან 45 კმ-ს დაშორებით ინციდენტი მოხდა და მხარეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, ბაჰრეინში ბაზირებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელობისთვის ინციდენტის შესახებ ცნობილია და მომხდარის დეტალებს არკვევს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე