ბოტსვანაში ჰომოსექსუალური ურთიერთობა ლეგალური გახდა

საქართველო, თბილისი - 16:56 | 12.06.2019
ნანახია: 778

ბოტსვანაში გააუქმეს კანონი, რომელიც ჰომოსექსუალური კავშირისთვის სასჯელს ითვალისწინებდა. იუწყება ბი ბი სი.

ამ დრომდე ბოტსვანის სისხლის სამართლის კოდექსით „ბუნების საწინააღმდეგო დანაშაულისთვის“ 7 წლმდე თავისუფლების აღკვეთა იყო გათვალისწინებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსახლეობას შორის მაღალი ჰომოფობიური განწყობის მიუხედავად, ბოტსვანა აფრიკის ქვეყნების მცირე ჩამონათვალიდან ერთ-ერთია, სადაც ლგბტ პირების უფლებებს ყურადღება ეთმობა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე