აგარაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 14:52 | 12.06.2019
ნანახია: 846

აგარაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, რომელიც პროკურორის მოთხოვნით დაიხურა.  

„ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა ბრალდებულ ა.ხ-სმიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, ვინაიდან, სახეზე იყო საკმარისი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების პოზიცია და გამოიყენა პატიმრობა. დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი იყო ეჭვიანობის ნიადაგზე, შესაბამისად, პირადი ცხოვრების მონაცემების გამჟღავნების თავიდან არიდებისათვის და ასევე, ოჯახში დანაშაულის მსხვერპლის ინტერესის დაცვიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლო პროცესის დახურვა, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარეც და სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი აღნიშნული შუამდგომლობაც“ - განაცხადა პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.

განცხადება გააკეთა ბრალდებულის ადვოკატმა, მაია გრიგოლიშვილმა და განაცხადა, რომ საფრთხე შესაძლოა, დაზარალებული მხრიდან მომდინარეობდეს. 

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. 53 წლის მამაკაცმა მეგობარს 16 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მან ასევე, 13 უმძიმესი ჭრილობა, მათ შორის ყელის არეში მიაყენა მეუღლეს. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის მიზეზი ეჭვიანობაა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე