მექსიკაში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 13:08 | 12.06.2019
ნანახია: 741

მექსიკის ტაბასკოს შტატში ჟურნალისტი ნორმა სარაბია მოკლეს. დანაშაული მისი სახლის სიახლოვეს მოხდა.

გაზეთ Milenio-ს ცნობით, ჟურნალისტს ორი შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს.

მოკლული ჟურნალისტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონალურ გაზეთ Tabasco Hoy-ში მუშაობდა.

ადამიანის უფლებათ დაცვის ნაციონალური კომისიის მონაცემებით, მექსიკაში 2000 წლის შემდეგ 145 ჟურნალისტია მოკლული. 2018 წელს ცხრა ჟურნალისტი მოკლეს.

მექსიკის პროკურატურის ცნობით, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშულის 99 პროცენტი დაუსჯელი რჩება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე