სუს-მა დააკავა 3 პირი, რომლებიც “მეტრომანის” ბარათების მონაცემებში უკანონო შეღწევას და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვას ახდენდნენ
საქართველო, თბილისი - 12:02 | 12.06.2019 ნანახია: 849სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები - თეიმურაზ ბ, მიხეილ ჯ. და გოგი მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ბ. და მიხეილ ჯ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით ახდენდნენ სხვადასხვა მოქალაქეების სარგებლობაში არსებული “მეტრომანის” ბარათების მონაცემებში უკანონო შეღწევას და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვას. გოგი მ. თავის მხრივ უზრუნველყოფდა მოქალაქეთა მოძიებასა და მათთან დაკავშირებას. გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული გზით შევსებული ბარათების გამოყენებით მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდა ხდებოდა ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე. ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ რიგ შემთხვევებში ხსენებული ბარათების გამოყენებით ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები ახორციელებდნენ დღიური გეგმის შესრულებასაც.
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული ბარათი და დადგენილია ის ჰაკერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბარათებზე ბალანსის შევსება. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა როგორც ქალაქ თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ. მაგალითისათვის, ჩხრეკისას ამოღებულ ათ ბარათზე 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის და 285-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
პოლიტიკა
- კრიმინალები გვარამია და მელია უცხოეთიდან ჩარევის შედეგად არიან გარეთ, კინო წინ არის, ისინი იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა - პაპუაშვილი
- გუშინ, შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ხაბეიშვილი, რა ვუშველო, არ ვიცი, არც იქანა უნდათ, არც აქანა მიიღეს, იქაც უკან მოჩანჩალებდა - ირაკლი ზარქუა
- ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული დემოკრატიულ არჩევნებად, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ იქნება კამპანიაში ჩართული - პეტრე ცისკარიშვილი
- საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“
- თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს, რამდენიმე მოსწავლე პრევენციის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს
- ზრუნვის 1 საათი დედამიწას - „თეგეტა“ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა
- 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა