საფრანგეთის ციხეში მსჯავრდებულმა მძევლები აიყვანა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 12.06.2019
ნანახია: 707

საფრანგეთის ციხეში მსჯავრდებულმა მძევლები აიყვანა

საფრანგეთში კონდე-სიურ-სარტის ციხეში 35 წლის მსჯავრდებულმა ორი ადამიანი - სტაჟიორი და ზედამხედველი მძევლად აიყვანა. ფრანგული მედიის ცნობით, მსჯავრდებულს ფსიქიკური აშლილობა აქვს და სამკურნალო კურსს გადის.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის ნიკოლ ბელუბეს განცხადებით ამ დროისთვის ორივე მძევალი გათავისუფლებულია.

 „კონდე-სიურ-სარტის ციხეში მძევლობის ისტორია დასრულებულია. მადლობას ვუხდი ციხის ადმინისტრაციას და პოლიციის სპეცდანაყოფს ამ პროცესში მონაწილეობისთვის. ზედამხედველების გვერდით ვარ“,- წერს ბელუბე მიკრობლოგ „ტვიტერში“.

ამ მომენტისთვის მსჯავრდებული გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე