ფილარეტი უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს არ აღიარებს

საქართველო, თბილისი - 17:30 | 11.06.2019
ნანახია: 821

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატიო პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, რომ უკარაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს არ აღიარებს.

 „ამ ტომოსს ჩვენ არ ვაღიარებთ, რადგან არ ვიცოდით ტომოსის შინაარსი, რომელიც ჩვენ გადმოგვცეს. შინაარსი რომ გვცოდნოდა, 15 დეკემბერს ავტოკეფალიას ხმას არ მივცდემდით. რადგან ჩვენ არ გვჭირდება გადავიდეთ ერთი დამოკიდებულებიდან მეორეში“, - განაცხადა ფილარეტმა.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია დეკემბერში შეიქმნა კიევის საპატრიარქოს უკრაინის არაკანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიისა და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის გაერთიანების შედეგად. მას სათავეში ჩაუდგა ეპიფანე დუმენკო. იანვარში კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსი გადასცა. სხვა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა ის არ აღიარეს.

უკრაინის მართლმადიდებლურმა კანონიკურმა ეკლესიამ, რომელსაც მიტროპოლიტი ონუფრიემი ხელმძღვანელობს, უარი თქვა გამაერთიანებელ კრებაში მონაწილეობაზე.

რამდენიმე თვის შემდეგ კი ფილარეტმა ახალ ეკლესიაში განხეთქილების არსებობის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეს იმის გამო მოხდა, რომ ეპიფანემ დაარღვია შეთანხმება, რომელსაც გამაერთიანებელი კრების დროს მიაღწიეს.

ფილარეტი ამტკიცებს, რომ უკრაინის მართლამადიდებლური ეკლესიის წინამძღოლად სწორედ ის უნდა დარჩეს, ეპიფანემ კი შიდა წარმომადგენლობა განაგოს. ამის გარდა, ფილარეტი ეპიფანეს შესახებ ამბობს, რომ ის არათუ არ თანამშრომლბს მათთან, ტელეფონზეც კი არ ურეკავს.

ფილარეტმა ასევე გააკრიტიკა ტომოსი ავტოკეფალიის შესახებ, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას ზღუდავს და ართმევს მას ზოგიერთ უფლებას. მისი თქმით, კიევის საპატრიარქოს, რომელსაც სათავეში ედგა, არსებობა არ შეუწყვეტია ახალი ეკლესიის შექმნის მიუხედავად.

ეპიფანე კი ამტკიცებს, რომ განხეთქილება არ არსებობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე