ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:09 | 11.06.2019
ნანახია: 1064

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატი ითხოვდა ხუთი ათას ლარიან გირაოს. დღევანდელ სხდომაზე უნდა განხილულიყო მხარეების რეპლიკები, ასევე მოსამართლეს დაგეგმილი ჰქონდა განაჩენის გამოცხადება, მაგრამ პროკურორი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად, რეპლიკების განხილვა აღარ მომხდარა და მოსამართლემ განაჩენის გამოცხადება გადადო.

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, რაშიც გამოძიება კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა. სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას ბრალი 366-ე მუხლით წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს ირაკლი ზაქარეიშვილს და მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება. გირაოს პირობების დარღვევისთვის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო  პატიმრობით შეეცვალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე