ბუდაპეშტში ჩაძირული კატერის ნაწილი წყლიდან ამოიტანეს

საქართველო, თბილისი - 14:54 | 11.06.2019
ნანახია: 709

ოთხი ცხედარი აღმოჩნდა ბუდაპეშტში მდინარე დუნაიში ჩაძირულ კატერში, რომლის ნაწილიც ნაპირზე დღეს დილით ამოიტანეს.

ამწემ კატერი Hableany წლიდან მარგიტის ხიდის ქვემოდან ამოიტანა. მაშველები იმედოვნებენ, რომ რვა მგზავრისა და კაპიტნის პოვნასც შეძლებენ, რომელთა ბედიც ამ დრომდე გაურკვეველია.

შეგახსნებთ, რომ ტრაგედია 29 მაისს მოხდა.  ტურისტულ კატერს ნავი დაეჯახა,  რის შემდეგაც ამოტრიალდა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი წყალში გადაცვივდა. გემზე სულ 35 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან მხოლოდ 7 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. კატერზე სამხეთ კორეელი ტურისტები იმყოფებოდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე