მოლდოვას პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულება გააუქმა

საქართველო, თბილისი - 12:41 | 11.06.2019
ნანახია: 649

მოლდოვას პრეზიდენტმა იგორ დოდონმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულება გააუქმა, რომელსაც ხელი პრემიერ მისსტრის მოვალეობის შემსრულებელმა პაველ ფილიპმა მოაწერა. ამის შესახებ დოდონმა ბრიფინგზე განაცხადა.

„პარალმენტის დათხოვნისა და 6 სექტებრისთვის დანიშნული ვადამდელი არჩევნების გამოცხადების შესახებ დეკრეტი არ შეესაბამება კონსიტუციურ ნორმებს, ამიტომ ხელი მოვაწერე განკარგულებას ამ დეკრეტის ანულირების შესახებ“, - გაანცხაად დოდონმა.

მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისია. თებერვალში გამართული საპარალამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი გაჭიანურდა. 8 ივნისს პარლამენტში პრორუსულ „სოციალისტურ პარტიასა“ და პროევროპულ ძალებს შორის ალიანსი შედგა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მმართველი კოალიცია კანონოთ განსაზღვრული ვადის დარღვევით ჩამოყალიბდა. ამის გამო, სასამართლომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადა, დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება პრეზიდენტ იგორ დოდონს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს დაავალა. ფილიპმა ვადამდელი არჩევნები 6 სექტემბერს დანიშნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე