აშშ-მა F-35-ის თურქ პილოტებს ფრენა აუკრძალა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 11.06.2019
ნანახია: 933

თურქმა მფრინავებმა, რომლებიც აშშ-ში ლიუქის ბაზაზე გამანადგურებლებ F-35 პილოტირების სწავლებას გადიოდნენ, ფრენები შეწყვიტეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაიკ ენდრიუსმა განუცხადა.

 „სამინისტროსთვის ცნობილია, რომ თურქი მფრინავები ლიუქის ავიაბაზაზე არ ფრენენ, მჭიდრო ურთიერთობას განვაგრძობთ ჩვენს თურქ მოკავშირეებთან F-35-თან დაკავშირებულ პროგრამებში მათი მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ, თუ თურქეთის პოლიტიკა არ შეიცვლება“, - განაცხადა მან.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ავიაბაზის ხელმძღვანელმა გასულ კვირას, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თურქი პილოტებისა და ტექნიკოსების მომზადების პროგრამის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ამასთან, თურქი სპეციალისტები მომზადებას ეგლინისა და ფლორიდის ავიაბაზებზე განაგრძობენ.

როგორც ჟურნალი Foreign Policy წერდა, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პატრიკ შანახანმა წერილი გაუგზავნა თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს, სადაც აცნობა, რომ 31 ივლისისთვის ფლორიდისა და არიზონას ბაზებზე მყოფ თურქ მფრინავებთან ხელშეკრულება ანულირდება და ბაზებზე შესვლას ვეღარ შეძლებენ.   

აშშ-მა ასევ უარი უთხრა 34 თურქ მფრინავს, რომლებიც ამერიკაში მოგვიანებით უნდა ჩასულიყვნენ, რადგან ვაშინგტონმა  F-35-ის პროგრამებში თურქეთის მონაწილეობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

თურქი პილოტების სწავლების შეჩერება ანკარის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების  С-400-ის შეძენას უკავშირდება. აშშ აქტიურად ცდილობს არ დაუშვას თურქეთის მიერ С-400-ის შესყიდვა. ვაშინგტონმა უკვე გააფრთხილა ანკარა, რომ ამ სისტემების შეძენის შემთხვევაში შეერთებული შტატები თურქეთს F-35-ს აღარ მიჰყიდის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე