აშშ-მა ბრიტანეთს ჯულიან ასანჟის ექსტრადირება ოფიციალურად მოსთხოვა

საქართველო, თბილისი - 10:06 | 11.06.2019
ნანახია: 855

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა Wikileaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ექსტრადიციის შეახებ, იუწყება გამოცემა Washington Post-ი.

ორი ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ეს პროცესი ასანჟის დაკავებიდან  60 დღის ვადაში, 10 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო.  

გამოცემა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის მოთხოვნის შემდეგ ასანჟს ახალ ბრალდებას ვეღარ წაუყენებენ.

ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 11 აპრილს დააკავეს. 1 მაისს მას გირაოს პირობების დარღვევის გამო 11-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აშშ-ის ხელისუფლებამ ასანჟს ბრალი ჯაშუშობასა და საიდუმლო ინფორმაციების გამჟღავნებაში წაუყენა. მას 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებში მისი ექსტარდიციის საკითხთან დაკავშირებით. ამ საქმეზე მოსმენა 12 ივნისს გაგრძელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე