მაიკ პომპეო აშშ-ის საელჩოების შენობებზე ლგბტ დროშების აღმართვის წინააღმდეგია

საქართველო, თბილისი - 09:10 | 11.06.2019
ნანახია: 782

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უცხო ქვეყნებში ამერიკის სალეჩოებს შენობებზე ლგბტ დროშების აღმართვის უფლება არ მისცა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცნობილია აშშ-ში ივნისი ლგბტ თემის თვედ არის გამოცხადებული.

 „სახელმწიფო მდივნის აზრით, საელჩოების შენობებზე მხოლოდ ამერიკის დროშა უნდა ფრიალებდეს“, - განაცხადა ორტაგუსმა.

მან ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ პომპეო პატივს სცემს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს და საელჩოების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ მოვლენას ზეიმობენ, მისი აღნიშვნა სხვა ფორმით ურჩია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე